უკრაინაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების შედეგად, ბოლო ინფორმაციით, ხერსონის ოლქში სამი უკრაინელი მესაზღვრე დაიღუპა, არიან დაჭრილებიც.

მთლიანობაში კი, უკრაინული მედიის ინფორმაციით, დილით დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულია 40-მდე უკრაინელი ჯარისკაცი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

მსგავსი თემები