„მიშა, ახლა მისი დრო არაა“ – გია ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილს მიმართავს. მისი თქმით, ახლა ყურადღების საკუთარ თავზე გადატანის დრო არაა.

„მიშა, შეწყვიტე შიმშილობა, ახლა ამის დრო არაა. როცა უკრაინას თავს დაესხნენ, საკუთარ თავზე ყურადღების გადატანის მცდელობა არც მორალურად და არც პოლიტიკურად არ არის სწორი“ – აცხადებს ნოდია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი იმართება, რომელსაც თავად ბრალდებულიც ესწრება. მან უკრაინულ და ინგლისურ ენებზე ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ სამკურნალოდ გაუშვან უკრაინაში და როგოც კი კარგად გახდება, უკან დაბრუნდება.

 

მსგავსი თემები