უკრაინაში განგაში გამოცხადდა

კიევში უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა დაიწყოს, სადაც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი სამხედრო იერიშის საპასუხო ქმედებებზე უნდა იმსჯელოს.

რაც შეეხება ამ ეტაპზე არსებულ ვითარებას, კიევში „სირენები“ უკვე ჩაირთო, რომელიც მოსახლეობას საშიშროებაზე აფრთხილებს. უკრაინის საგანგებო სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს რომ შესაძლოა საჰაერო თავდასხმა დაიწყოს და ურჩევენ, მიწისქვეშა გადასასვლელებს შეაფარონ თავი.

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საომარი მოქმედებაა გამოცხადებული. რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის მიმართულებით  არა მხოლოდ ავიაციით, არამედ ხმელეთითაც აქტიურად გადაადგილდებიან.

მსგავსი თემები