რაზე შეთანხმდნენ ამერიკისა და უკრაინის პრეზიდენტები?!

„თეთრი სახლი“ ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„მე მას ვაცნობე იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც ჩვენ ვდგამთ საერთაშორისო დაგმობისთვის, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, მოვუწოდო მსოფლიოს ლიდერებს, მკაფიოდ ისაუბრონ პრეზიდენტ პუტინის შემზარავი აგრესიის წინააღმდეგ და დადგნენ უკრაინელი ხალხის გვერდით. ხვალ მე შევხვდები „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს და შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებენ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას,“- აცხადებს ჯო ბაიდენი.

პრეზიდენტ ზელენსკისთან სატელეფონო კონსულტაციების შესახებ განცხადებას ჯორი ჯონსონიც ადასტურებს. მისი თქმით, ბრიტანეთის მორიგი გადაწყვეტილებები უფრო მკაცრი იქნება.

მსგავსი თემები