ბრიტანეთი უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას მიაწვდის

ბორის ჯონსონმა უკრაინისთვის მორიგი შეიარაღების მოწოდების გადაწყეტილება მიიღო. როგორც ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, გაერთიანებული სამეფო უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.

„გაერთიანებული სამეფო უკრაინას, უახლოეს მომავალში, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტით უზრუნველყოფს. ეს იქნება როგორც ლეტალურ სამხედრო დახმარება თავდაცვითი იარაღის სახით, ისე, არალეტალურ სამხედრო დახმარებას,“- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბრიტანეთმა, სამხედრო დახმარების პარალელურად, რუსეთს სანქციებიც აუმოქმედა.

 

მსგავსი თემები