„მოგესალმებით ჯოჯოხეთში, თუ შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ“ – რადას დეპუტატი რუს ჯარისკაცებს

რადას დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო რუს ჯარისკაცებს მიმართავს, რომლებიც უკრაინის საზღვრებთან არიან განლაგებულები და ყოველდღიურად ძლიერდებიან. უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, უკრაინა უკან დახევას არ აპირებს და აგრესიას აგრესიით უპასუხებს.

„პუტინმა პირდაპირ გვითხრა, რომ ის უკრაინის სახელმწიფოებრიობასა და ერს არ ცნობს. ის თვლის, რომ ჩვენ არ ვარსებობთ, მიწასთან გასწორებას გვპირდება. კრემლი ითხოვს, ნატოზე უარი ვთქვათ, ყირიმი ვაღიაროთ და დემილიტარიზაცია გამოვაცხადოთ და მერე გპირდება, რომ ყველაფერს გვიზამს, რაც მოუნდება. მის ულტიმატუმებს არასოდეს დავთანხმდებით. ჩვენს სამშობლოს ბოლომდე დავიცავთ. მოვუწოდებ რუს ჯარისკაცებს, აქ ნუ მოდიხართ, არავინ გელოდებათ. კიევში, მარიუპოლში, ოდესასა ან ხარკოვში ყვავილებით ხელში არავინ გელოდებათ. აქ ჯაველინებით და იარაღებით გელოდებით. თუ უკრაინაში შემოხვალთ, სამუდამოდ აქ დაგტოვებთ, მოგესალმებით ჯოჯოხეთში“ – აცხადებს რადას დეპუტატი.

 

მსგავსი თემები