უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა ცხადდება

უკრაინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. აღნიშნულ ინიციატივას უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭომ მხარი დაუჭირა. საგანგებო მდგომარეობა ქვეყნის მთლიან ტერიტორიას შეეხება გარდა დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული რეგიონებისა.

ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება უკრაინის რადამ 48 საათში უნდა დაამტკიცოს. საგანგებო მდგომარეობა კი ერთი თვით გამოცხადდება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საკუთარ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, რუსეთის ტერიტორია დაუყოვნებლივ დატოვონ.

 

მსგავსი თემები