უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთი სასწრაფოდ დატოვონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რუსეთის აგრესიული პოლიტიკიდან გამომდინარე, საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს და მოუწოდებს, რომ რუსეთის ტერიტორია სასწრაფოდ დატოვონ.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გაძლიერებამ შესაძლოა გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციაში საკონსულო დახმარების გაწევის მნიშვნელოვანი შეზღუდვა.  საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ რუსეთის ფედერაციაში ყოველგვარი მოგზაურობისგან. ვინც ამ ქვეყანაში იმყოფება, დაუყოვნებლივ დატოვოს მისი ტერიტორია“, – ვკითხულობთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

მსგავსი თემები