„მეგრული Day Off“ – ფილმი, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს

ფილმის „მეგრული Day Off“- ების საპილოტე ვიდეო უკვე მზადაა.  ეს იქნება ფილმი, რომელიც მსოფლიოს საქართველოს ყველა კუთხეს გააცნობს თავისი კულტურული, ტრადიციული, ისტორიული თუ კულინარიული მიმართულებით. უფრო მეტიც, როგორც ფილმის რეჟისორი ლაშა კანკავა „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებს, ეს იქნება ერთგვარი „მაგნიტი“ რაც ტურისტებს საქართველოში მოიზიდავს.

ახალი ქართული რომანტიკული კომედია “ მეგრული Day off-ები” საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი გოგონასა და აფხაზეთიდან დევნილი ბიჭის სიყვარულის ისტორიას ეხება, რომელიც შემდეგ საინტერესოდ ვითარდება. ფილმის გადაღება საქართველოს თითქმის ყველა კუთხეს მოიცავს.

ფილმის საპილოტე ვიდეორგოლს უკვე მოყვა გამოხმაურებები. უცხოელი ტურისტები გაოგნებულები არიან, რომ საქართველოს ამ ულამაზესი კუთხეების შემოვლა მთის თუ ზღვის ჩათვლით,  ერთ დღეშია შესაძლებელი.

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს ვინც ამ ვიდეოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ რომ პროექტი სპონსორის ძიების პროცესშია და ვიდეოს მეტი გაზიარების შემთხვევაში მისი ან მათი გამოჩენის ალბათობა და შანსიც გაიზრდება. პროექტის მხარდაჭერის მსურველთათვის გახსნილია ასევე საქველმოქმედო ანგარიში TBC ბანკი. მიმღები შ.პ.ს „მეგრული დეიოფები“ GEL #GE96TB7793536080100013 . USD EUR #GE58TB7793536120100005 .

ჩაშვებულია ფილმის მხარდასაჭერი საქველმოქმედო კამპანიაც „გადაიღე ფილმი ერთი ზარით“ https://www.facebook.com/Feature.Film.In.Development/videos/924603181650995 სადაც ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ ერთი ზარით: 0 901 700 544, რომლის ღირებულებაც იქნება ერთი ლარი, შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ფილმის შექმნის პროცესში“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

“მედიაცენტრი მთავარი” ფილმის საინფორმაციო მხარდამჭერი იქნება.

მსგავსი თემები