„მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ“ – მიხეილ სააკაშვილი  

პატირმობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდაა,  რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ყოფილი პრეზიდენტი იუნკერების ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გზავნილს ავრცელებს.

„23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წელს, ასევე გვყავდნენ შინდისის გმირები, ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები… 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიატოვა დედაქალაქი და ემიგრაციაში წავიდა.

2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდა არამხოლოდ პუტინი, არამედ ზოგიერთი ევროპელიც. მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ. რაც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეცდომები, საქართველოს მუდმივად ჰყავდნენ გმირები და 1921 წელს სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი არაა. დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდა არის, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ჩემი აზრით, ყოველთვის ღირს“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

მსგავსი თემები