„მნიშვნელოვანია, პირბადის ტარების შეზღუდვა ძალაში დარჩეს“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)  

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეების გადაადგილება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში ნიღბით მოხდეს. ეს მუტაციებთან ეფექტური ნაბიჯია”, – ეს განცხადება მედიაცენტრ მთავარში თსსუ-ის პროფესორმა, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გააკეთა.

პროფესორის თქმით, ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვები უნდა არსებობდეს.

„გუშინდელი 3000 ვაქცინირებული ადამიანი ძალიან დაბალია. ამ გზით ძალიან გაძნელდება იმ ციფრის მიღწევა, რაც ჩვენ განსაზღვრული გვაქვს იმუნიზაციის კორექტირებული გეგმით, კერძოდ, ზაფხულისთვის მოზრდილი მოსახლეობის 70%-ის აცრა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ეს ბარიერი გადალახული იყოს“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში.“

პროფესორმა არ გამორიცხა, რომ შეზღუდვების მოხსნამ ინფიცირების მაჩვენებელი გაზარდოს.

გამოიწვევს თუ არა შეზღუდვების მოხსნა ინფიცირების ზრდას?! – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები