„მეორე პიკის მოსალოდნელი საშიშროება გავიარეთ“ – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

თსსუ-ის პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის ივანე ჩხაიძის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის და დაღმავალ მრუდზეა, თუმცა, თქმა, რომ ვირუსი დავამარცხეთ, ჯერ ადრეა. აღნიშნულ თემაზე ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ მთავარში ისაუბრა.

„ინფიცირების მაჩვენებლის ბოლო სამი კვირის სტატისტიკის მიხედვით, შესაძლებელია საუბარი, რომ პანდემიის მეექვსე ტალღა დაღმავალ სტადიაშია. ის მრუდი, რომელიც ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელს ასახავს, მიუთითებს, რომ 2 თებერვლიდან დღემდე სტაბილურად მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თებერვლის ბოლო, მარტის პირველი კვირა იქნება საწყის წერტილზე დაბრუნება, რითაც დაიწყო პანდემიის მეექვსე ტალღა“ – განაცხადა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება კითხვას, რომ გარდაცვალება ისევ მაღალი რჩება, პროფესორი გვპასუხობს: „როგორც წესი, ინფიცირების პიკს გარდაცვალების მაჩვენებლის მატება პიკიდან 2-3 კვირის შემდეგ მოჰყვება.

კორონავირუსის პანდემიის მეექვსე, ყველაზე მძიმე ტალღა ქვეყანაში შემცირებისკენ მიდის, დაღმავალ მრუდზეა. რეალური საშიშროება, რომ ქვეყანაში 2 – პიკიანი ტალღა გვქონდეს, ეს პერიოდი გავლილი გვაქვს. მეორე პიკის საშიშროება გავიარეთ. მომდევნო დღეების განმავლობაში ნაკლებად წარმოსადგენია, რომ ინფიცირების მაჩვენებელმა მოიმატოს “,- აღნიშნა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.

გამოიწვევს თუ არა შეზღუდვების მოხსნა ინფიცირების ზრდას?! – ივანე ჩხაიძე “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები