„ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყოველი სანტიმეტრისთვის“ – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო მინისტრი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა გამართა, სადაც ოკუპანტ რუსეთის წინააღმდეგ გარკვეულ სანქციებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის შემდეგ კულებამ განაცხადა, უკრაინა არ აპირებს არც ერთი სანტიმეტრი მიწის დათმობას.

„დიპლომატია არის გეგმა „ა“, მაგრამ ის წარუმატებელი თუ იქნება, ვიბრძოლებთ ჩვენი მიწის ყველა სანტიმეტრისთვის. მსოფლიომ ყველა შესაძლო ხერხით მძიმე დარტყმა უნდა მიაყენოს რუსეთის ეკონომიკას ყველა იმ დანაშაულისთვის, რაც აქამდე ჩაუდენია და რის ჩადენასაც სამომავლოდ აპირებს“, – განაცხადა კულებამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან გამართულ ბრიფინგზე.

მსგავსი თემები