რუსეთისთვის სანქციების დაწესებას კანადაც შეუერთდა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მსგავსად, ოკუპანტი რუსეთისათვის სანქციების დაწესებას კანადაც აპირებს. კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ რუსეთის ეკონომიკური სანქციების პაკეტი უკვე გამოაქვეყნა.

სანქციების მიხედვით, კანადელებს ეკრძალება ყველანაირი ფინანსური ურთიერთობას ე.წ. “დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან” ლუგანსკისა და დონეცკთან.

ასევე სანქციებს დაექვემდებარებიან დუმის ის დეპუტატები, რომლებმაც  დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების სასარგებლოდ მისცეს ხმა.

კანადა სანქციებს სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ორ რუსულ ბანკსაც დაუწესებს და მათთან ყველანაირ ფინანსურ ურთიერთობას შეწყვეტს.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, დეპუტატები შავ სიაში მოხვდნენ

მსგავსი თემები