უკრაინის პრეზიდენტმა რეზერვისტები გაიწვია, რომლებიც სრულ მზადყოფნაში იქნებიან

რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად უკრაინა იძულებული გახდა, ძალების მაქსიმალურ მობილიზებაზე გადასულიყო. ამ მხრივ, ვლადიმირ ზელენსკიმ  რეზერვისტების მობილიზება გამოაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერჯერობით, საყოველთაო მობილიზება არ გამოუცხადებია.

„საჭიროა გავზარდოთ უკრაინის არმიის მზადყოფნა  ყველა შესაძლო ცვლილებისთვის. მე, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გამოვეცი განკარგულება რეზერვისტების განსაკუთრებული პერიოდის განმავლობაში გაწვევის შესახებ“, – განაცხადა მან.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას დიპლომატიური გზისთვის არ გადაუხვევია.

მსგავსი თემები