ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა, დეპუტატები შავ სიაში მოხვდნენ

გერმანიის, ბრიტანეთისა და ამერიკის შემდეგ, ევროკავშირის სხვ ქვეყნებმაც აამოქმედეს სანქციები რუსეთის წინააღდეგ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელის განცხადებით, დუმის 351 დეპუტატი, რომლებმაც ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობას მისცეს ხმა, ევროკავშირის შავ სიაში შეიყვანეს.

სანქციები ასევე დაუწესდა 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ოპერაციებს აფინანსებენ.

მსგავსი თემები