ევროკავშირი ჯანმოს მიერ აღიარებული ვაქცინით აცრილებისთვის საზღვრებს ხსნის

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ იმ ვაქცინით აცრილებისთვის, რომელსაც ჯანმოს ავტორიზაცია გააჩნია, საზღვარზე ყველანაირი შეზღუდვა ეხსნება.  ცვლილება პირველი მარტიდან ამოქმედდება.

„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გააუქმონ დროებითი შეზღუდვა ევროკავშირში არა არსებითი მოგზაურობის შესახებ იმ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებულები არიან ევროკავშირის ან ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ევროკავშირის ავტორიზაცია კი „ფაიზერს“, „მოდერნას“ „ასტრაზენეკას“, „ჯონსონს“ და „ნოვაქსსგაჩნია.

 

მსგავსი თემები