„საერთაშორისო თანამეგობრობა თვლიდა, რომ რუსეთი თავს დაესხა პატარა საქართველოს“ – დუმამ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ქვედა პალატამ, 400 წევრის შემადგენლობით, ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკებს“ შორის მეგობრობის, თანამშრომლობის და დახმარების შესახებ  გადაწყვეტილებას.

რუსეთის დუმის წევრები, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, ისტორიას სათავისოდ  იხსენებდნენ და საქართველოს მაგალითიც არაერთხელ მოიყვანეს.

„ჩვენ გვადანაშაულებენ რომ უკრაინაში შევიჭერით. ეს უკვე ვნახეთ 2008 წლის აგვისტოში. საერთაშორისო თანამეგობრობა თვლიდა, რომ რუსეთი თავს დაესხა პატარა საქათველოს, მაგრამ, რეალურად, ოლიმპიური თამაშების დღეს, სააკაშვილის რეჟიმი თავს დაესხა ცხინვალს, რასაც ემსხვერპლა ადამიანები და რუსი მშვიდობოსმყოფელები. ახლა ვხედავთ იგივე სურათს, თუმცა, უფრო დიდი მასშტაბით“ – განაცხადეს დუმაში.

მსგავსი თემები