უკრაინა-რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შესაძლოა, შეწყდეს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა. ერთ-ერთი სასაუბრო თემა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა და ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლად გამოცხადება იყოს. ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთთან შესაძლო დიპლომატიური კავშირების გაწყვეტაზეც ისაუბრა.

როგორ პრეზიდენტმა ზელენსკიმ აღნიშნა, თხოვნა აღნიშნულთან დაკავშირებით მან საგარეო საქმეთა სამინისტროდან უკვე მიიღო.

„პრესკონფერენციის დასრულების  შემდეგ განვიხილავ და ვიმუშავებ ამ მიმართულებით. ასევე განვიხილავ რუსეთის ფედერაციის ესკალაციის საპასუხო ჩვენს ეფექტურ ნაბიჯებზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები