რუსეთს სანქციებს ბრიტანეთიც დაუწესებს

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პაკეტის ამოქმედებას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს. როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, სანქციები ლუგანსკსა და დონეცკსაც შეეხება.

„პუტინი, როგორც ჩანს, ისწრაფვის ყოფილ საბჭოთა მეზობლის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ. ჩვენი სანქციები არა მხოლოდ რუსეთს, არამედ დონეცსკსა და ლუგანსკსაც შეეხება. დღევანდელი სიტუაციის ტრაგედია ის არის, რომ პრეზიდენტი პუტინი გარშემორტყმულია თანამოაზრე მრჩევლებით, რომლებიც ეუბნებოდნენ, რომ უკრაინა არ არის სათანადო ქვეყანა. ის აღმოაჩენს, რომ სერიოზულად არასწორად გათვალა”, – აცხადებს ბორის  ჯონსონი.

მისი თქმით, სანქციების პაკეტს პარლამენტის ქვედა პალატას მალე წარუდგენს.

მსგავსი თემები