მთავრობის კანცელარიასთან რამდენიმე ადამიანი დააკავეს

დილით, მთავრობის კანცელარიასთან ხმაური იყო. სამართალდამცველებმა ადგილზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

კანცელარიასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის მიმართ დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ, მათი გეგმა იყო იყო, სამსახურში მისულ პრემიერ-მინისტრს სხვადასხვა შეძახილით დახვედროდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. მათ ასევე მცდელობა ჰქონდათ,  გზის სავალი ნაწილი გადაეკეტათ.

წესრიგის დარღვევისა და დაუმორჩილებლობისთვის მათ დაახლოებით 6 აქტივისტი დააკავეს და პერიმეტრიდან გაიყვანეს.

 

მსგავსი თემები