სასულიერო პირის ცემისთვის სასულიერო პირი დააკავეს

გუშინ, სოცილურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალასთან დაკავშირებით, სადა ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება ერთი ანაფორიანი პირი მეორე ანაფორიანს, შსს-მ მოძალადე დააკავა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ვ.გ. დააკავეს. მას ბრალი ედება ძალადობით განხორციელებულ დევნაში, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებასა და სოციალური ქსელით გავრცელებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ვ.გ.-მ მიმდინარე წლის 18 თებერვალს, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ერთ-ერთ შენობაში რ.მ.-ზე ფიზიკურად იძალადა. ძალადობის ამსახველი კადრები მოგვიანებით სოციალური ქსელი „ფეისბუქის“ მეშვეობით გავრცელდა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ძალადობით განხორციელებული დევნის, ასევე, პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების უკანონოდ მოპოვებისა და სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 157-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.

შეგახსენებთ, რომ საუბარია უმძიმეს ვიდეოკადრებზე, რომელსაც ერთი ანაფორიანი მეორე ანაფორიანის მიმართ ახორციელებს.

მოგვიანებით, აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა, სადაც საუბარია, რომ ვიდეომასალის ფიგურანტები ბერები არ არიან და  ისინი მორჩილები არიან.

„შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

მსგავსი თემები