მძიმე პაციენტების რაოდენობა 1 230-ია

დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში, კორონავირუსით ინფიცირებული 1230 მძიმე პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება საერთო ინფიცირების რაოდენობას,  127 270-ია,  საიდანაც:  5 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 242, აჭარაში – 609, იმერეთში – 977.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 230 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 140, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 159, აჭარაში – 37, იმერეთში – 28.

860 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 574 – თბილისში, 151 – აჭარაში. 121 052 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.   საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 7 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 7, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები