ესტონეთი დუმის დეპუტატებისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

იმ დეპუტატებს, ვინც ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას მწვანე შუქი აუნთო და ღილაკს თითი დააჭირა, ევროპა სანქციებში მოაქცევს.

„დუმის ყველა დეპუტატი, ვინც მხარი დაუჭირა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებას, შავ სიაში უნდა მოხვდეს“, – აღნიშნული ინიციატივა ესტონეთის ყოფილ პრეზიდენტს ტომას ჰენდრიკ ილვესს ეკუთვნის.

მისი განცხადებით, ამ დეპუტატებს ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე გადაადგილებაც უნდა აეკრძალოს.

„მათ უნდა გაუუქმდეთ ნატოსა და ევროკავშირის ტერიტორიაზე შესასვლელი ვიზა. მხოლოდ ისინი, ვინც ხმა არ მისცეს დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას, უნდა იქნენ დაშვებული დასავლეთში,“- აცხადებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები