„ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, არაფრის და არავის გვეშინია“ – ვლადიმირ ზელენსკი  

„ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია, სხვა ქვეყანა, სხვა არმია და ერთი მიზანი – მშვიდობა უკრაინაში, დიდება უკრაინას“ – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინელებს და მსოფლიოს პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ.

მისი თქმით, უკრაინა არაფრის დათმობას აპირებს.

„ახლა ქაოსის დრო არაა. ჩემს ზურგს უკან უკრაინაა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ეს ასეც დარჩება, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს რუსეთის ფედერაციამ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ამისთვის მინდა მადლობა ვუთხრა ყველას, ჩვენს ყველა მოქალაქეს. უკრაინა რუსეთის ქმედებებს ცალსახად აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის შელახვად და ყველა შედეგზე ამ გადაწყვეტილებისა, პასუხისმგებელი ინება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

თქვენ ამტკიცებთ, რომ უკრაინა გონიერი და ბრძენი ერია. თქვენ არ ჰყვებით ემოციებს. ჩვენ დიდი ხანია ამისთვის ვემზადებოდით. არ არსებობს მიზეზი, რომ თქვენ ღამე არ გეძინოთ. უკრაინა რუსეთის ქმედებებს ცალსახად აღიარებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვად და ყველა შედეგზე ამ გადაწყვეტილებისა პასუხისმგებელია რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა“, – განაცხადა ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების საპასუხოდ.

მსგავსი თემები