უკრაინა მსოფლიო ლიდერების არა სიტყვებით, არამედ ქმედებებით გვერდში დგომას ელოდება

„ძალიან მნიშვნელოვანია, ახლა დავინახოთ, ვინ არის ჩვენი ნამდვილი მეგობარი და პარტნიორი და ვინ გააგრძელებს რუსეთის ფედერაციის სიტყვებით დაშინებას“, – ეს განცხადება  უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის ეკუთვნის. რუსეთის მხრიდან დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლად“ აღიარების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი არც სამხედრო შეტევას გამორიცხავს.

მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, აშშ-ის პრეზიდენტ აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენთან, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონთან და ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შექმნილი ვითარება უკვე განიხილა.

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ ზელენსკიმ ისევ დააფიქსირა, რომ უკრაინა სიტუაციის პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების ერთგული რჩება და პროვოკაციებს არ აჰყვება.

„შეგვიძლია პროვოკაციებისა და აგრესორის ჯარების შემოტევის ერთმანეთისგან განსხვავება. სიმართლე ჩვენს მხარესაა და სიმართლეს ჩვენ არ დაგიმალავთ თქვენ. როგორც კი დავინახავთ სიტუაციის ცვლილებას, როგორც კი დავინახავთ რისკების ზრდას, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები