ჯო ბაიდენი პუტინის მიერ აღიარებულ დონეცკისა და ლუგანსკის სანქციები დაუწესა

რუსეთის გადაწყვეტილების პარალელურად, მსოფლიოც, პუტინის წინააღმდეგ სანქციებზე მუშაობს. კერძოდ, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკი და ლუგანსკი „დამოუკიდებლად“ აღიარა, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ე.წ. სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.

დოკუმენტის მიხედვით, აკრძალულია აშშ-ის წარმომადგენელთა  ფინანსურ საქმიანობასა და ინვესტიციების განხორციელება  უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებში.

განკარგულებაში ასევე საუბარია, რომ „რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარება ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებით მასზე ნაკისრ ვალდებულებებს და დამატებით საფრთხეს უქმნის უკრაინის მშვიდობას, სტაბილურობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ამგვარად, წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის“.

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

მსგავსი თემები