„თანამედროვე უკრაინა კომუნისტურმა რუსეთმა შექმნა“ – პუტინის ბელადს იხსენებს

ვლადიმირ პუტინმა, ოკუპირებული დონბასისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლად“ აღიარებას ვრცელი განცხადება მიუძღვნა და ლენინისა და სსრკ-ს გახსენებაც არ დავიწყებია. მისი მიმოხილვით, უკრაინა სწორედ კომუნისტების შექმნილია.

„თანამედროვე უკრაინა შექმნა რუსეთმა, უფრო სწორედ, ბოლშევიკურმა, კომუნისტურმა რუსეთმა. ეს პროცესი 1917 წლის რევოლუციის შემდეგ დაიწყო. ლენინმა და მისმა თანამებრძოლებმა ეს ძალიან უხეშად გააკეთეს. მათ ეს რუსეთისთვის ისტორიული ტერიტორიების მოწყვეტის ხარჯზე გააკეთეს“, – განაცხადა მან ლუგანსკისა და დონბასის „დამოუკიდებლად“ გამოცხადების პარალელურად.

მისი თქმით, ისტორიული წარსულიდან გამომდინარე, უკრაინას შესაძლოა ეწოდოს ლენინის სახელობის უკრაინა.

„აი ასე ჩამოყალიბდა საბჭოთა უკრაინის ტერიტორია. ეს ყველაფერი დასტურდება არქივის დოკუმენტებით. ახლა კი მადლიერმა შთამომავლობამ ლენინის ძეგლები დაამხო და ამას დეკომუნიზაცია უწოდა. ჩვენ მზად ვართ, ვაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია. გსურთ დეკომუნიზაცია? ჩვენ ეს სავსებით გვაწყობს. ჩვენ მზად ვართ, გაჩვენოთ, რას ნიშნავს უკრაინისთვის ნამდვილი დეკომუნიზაცია“, – განაცხადა მან.

პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა

მსგავსი თემები