პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას აღიარებს

„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ვლადიმირ პუტინმა გადაწყვეტილება მიიღო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

მედიის ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მან საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონსა და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს დაუდასტურა. პუტინი აღიარების დოკუმენტს ხელს უახლოეს პერიოდში მოაწერს.

„რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მხედველობაში აქვს შესაბამისი ბრძანებისთვის ხელმოწერა. საფრანგეთის პრეზიდენტმა და გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა მოვლენათა ასეთი განვითარების გამო იმედგაცრუება გამოხატეს“ – ვკითხულობთ  ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები