ვლადიმირ პუტინი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლად აღიარების საკითხს დღეს გადაწყვეტს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია. ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც პუტინმა ისაუბრა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი იყო. მისი თქმით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება.

„დღევანდელი შეხვედრის მიზანია მოვუსმინოთ კოლეგებს და განვსაზღვროთ ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერების მიმართვა რუსეთისადმი მათი სუვერენიტეტის აღიარებისა და სახელმწიფო სათათბიროს დადგენილების მოთხოვნით“, – განაცხადა პუტინმა.

რეზოლუციას რუსეთის დუმამ მხარი უკვე დაუჭირა და პრეზიდენტს  აღიარების თხოვნით მიმართა.

მსგავსი თემები