„მაქვს მიდრეკილებები ბიჭების მიმართ, ქალებისა მიმართაც, მაგრამ, უფრო მაქვს დაუოკებელი ლტოლვა მამაკაციდმი“ – ნაცემი მამაო

ერთი მამაოს მიერ ნაცემი მეორე მამაო – პიროსი მუმლაძე აღიარებს, რომ მას მამაკაცების მიმართ დაუოკებელი ფიზიკური ლტოლვა აქვს და ეს გახდა დაპირისპირების წინაისტორია. საუბარია სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ უმძიმეს კადრებზე, სადაც ერთი ანაფორიანი მეორეს სასტიკად უსწორდება.

როგორც მამაო პიროსი ყვება, ის ადრეც სცემეს, გაპარსეს წვერი და გახადეს კაბა. მიზეზად კი ქუთაისში მომხდარ ფაქტს ასახელებს.

„ქუთაისში ვიყავი, ბიჭები შემთხვევით გავიცანი, დასარჩენი რომ არ მქონდა ვუთხარი ერთი ღამე მათთან დავრჩენილიყავი. მეორე დღეს მე და მასპინძელი დავრჩით და სახლს ვალაგებდით და მომეწონა ეს ბიჭ. მე საერთოდ, მქონდა და მაქვს მიდრეკილებები ბიჭების მიმართ, ქალებისა მიმართაც, მაგრამ, უფრო მაქვს დაუოკებელი ლტოლვა მამაკაციდმი. ოღონდ, ყველასადმი არა. მომწინს კარგი, სიმპათიური, კარგი ჩაცმული მამაკაცი და მსიამოვნებს ასეთი ურიერთობები. მას შევთავაზე სექსი, რაზეც  მშვიდად მითხრა უარი. გავიდა რამდენიმე დღე, ვიყავი სხალთის მონასტერში, სადაც მღვდლებმა დიდი პატივით  მიმიღეს, მატრაპეზეს, ფულიც მომცეს და მერე საუბრისას მკითხეს თუ იცნობო ბერ ილარიონსო. ვუთხარი კი როგორ არა. მერე დაურეკეს მას, ბერი პიროსი მოვიდა და თუ იცნობო, უთხრა კი ვიცნობო და უთხრეს თუ შეიძლება შენთან მოვიდესო სტუმრადო. მოკლედ, მას ვუამბე ქუთაისის ინციდენტი, გაცოფდა, გაგიჟდა, დანები ამოიღო, ახლა შუბა უნდა გავხადოო. მე მივდიოდი ლოცვაზე, დაბურულშუშებიანი მანქანა იდგა, გადმოვიდა ილარიონი, შენ კაბა რატომ ჩაიცვიო. მე ხომ გაგხადეო ერთხელ, წამიჭირა ყელში ხელი….“ ყვება ნაცემი ანაფორიანი „რუსთავი 2-თან.“

სასულიერო პირების განცხადებით, ვინც პიროსი მუმლაძეს იცნობს, აცხადებს, რომ მას სტატუსი შეჩერებული აქვს, თუმცა, მაინც შესამოსელი აცვია და ეკლესიის სახელით მოქმედებს.

„შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

მსგავსი თემები