„ჩემს შემთხვევაში, ინვალიდიზაცია ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს“ – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, ამ წუთებში სასამართლოს სხდომაზე სიტყვით გამოდის. ის საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მას ინვალიდობისთვის იმეტებენ.

პენიტეციური დაწესებულების შიგნით ამ დაავადებების მკურნალობა არის შეუძლებელი. ისინი მე მიმიყვანენ ინვალიდიზაციამდე და რას ნიშნავს ივალიდიზაცია? ინვალიდიზაცია ჩემს შემთხვევაში ნიშნავს მახსოვრობის წართმევას, გადაადგილების საშუალების შეზღუდვას და ერთი სიტყვით, ინვალიდიზაცია ნიშნავს ინვალიდის ეტლში მიღებულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია ადგომა“ – აცხადებს ბრალდებული პრეზიდენტი.

მან ციხეში ჰოლანდიელი და ამერიკელი ექიმების შეშვება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლო დღეს 7 ნოემბრის საქმეს იხილავს.

 

მსგავსი თემები