კარლ ჰარცელისთვის გაუგებარია,  რა არ მოუწონა უმრავლესობას მის განცხადებაში

​​ევრკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მის განცხადებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის უკმაყოფილებას ვერ ხსნის. როგორც ევროპელი დიპლომატი განმარტავს, მან სწორედ ის თქვა, რაც რეალობაა.

„ორი კომენტარი გავაკეთე, ერთი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას ეხებოდა და მეორე ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების ვადაზე ადრე შეწყვეტას. არ მესმის, რა იყო არასამართლიანი ამ განცხადებებში და ამიტომ ამ კომენტარებზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ეტყვით  მხოლოდ იმას, რომ მარტივი მათემატიკური ფაქტია –  რაც უფრო ნაკლები მანდატია პარლამენტში, მით უფრო ნაკლებია პლურალიზმი პარლამენტში. ევროკავშირი ძალიან ბევრს მუშაობს იმისთვის რომ, პარლამენტი იყოს რაც შეიძლება ინკლუზიური, რაც გათვალისწინებული იყო 19 აპრილის შეთანხმებით“ – აცხადებს კარლ ჰარცელი.

შეგახსენებთ, რონ ელჩის განცხადებას პარლამენტის წევრებისთვის მანდატების გაუქმებას უმრავლესობის სახელით მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და მის გაცხადებას არასამართლიანი უწოდა.

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კარლ ჰარცელს კატეგორიულად არ ეთანხმება

მსგავსი თემები