„შე ბო…ო, შენ დედას  შ…..ი“ – უმძიმესი კადრები, სისხლიანი დაპირისპირება მამაოებს შორის     

სასულიერო პირებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმა მამაომ მეორე სასტიკად სცემა, თან, ცემის ვიდეო გადააღებინა.

ნაცემია  მამაო როინ მუმლაძე, თავდამსხმელი კი ასევე მამაო  ილარიონ  გიგოლაშვილი

კადრებში რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება, კარგად ჩანს როგორ სასტიკად უსწორდება შავი ბერი ილარიონ გიგოლაშვილი  მამა როინ მუმლაძეს.  სცემს, მუშტებს ურტყამს და თან აგინებს. ნაცემი მამაო კი ეხვეწება, რომ თავი დაანებოს.

როგორც ირკვევა, დაპირისპირების მიზეზი ის გახდა, რომ ადრე, მამა როინს დაპირისპირება მოუვიდა  მამა შალვა კეკელიასთან, რომელსაც მამა როინმა პოლიციაში უჩივლა.

ამჯერად, თავდამსხმელი მამა ილარიონი სწორედ ამაზე სთხოვს პასუხს მამა როინს და უყვირის, რატომ უჩივლა მამა შალვას.

ცემისას მამა როინი სკამზე ზის, ხოლო თავდამსხმელი მამაო კი ფეხზე დგას და სასტიკად ურტყამს.

„რატო ჩაიცვი კაბა შე დედა….“   „შე გამზდელ….“;  „რატო იცმევ კაბას“,  „ხელი ჩაწიე შე ბო….“ – ეს არის მოძალადე მამაოს სიტყვები, რომელსაც ის ცემის დროს მსხვერპლ მამაოს თან ეუბნება. .

მან მამაო იმ დონეზე სცემა რომ ათქმევინა „კაბას საბოლოოდ ვიხდიო“.

„გამიშვი თავი დამანებე რა..“ – ეხვეწება მსხვერპლი მამაო მოძალადე მამაოს.

„პოლიციაში უჩივლე მამა კეკელიას?“ – უყვირის მოძალადე და თან სცემს.

კადრებში ისმის მესამე პირის ხმაც, „კარგი მამაო, კარგო მამაო…“ – სავარაუდოდ, ეს ის პირია, რომელიც ვიდეოს იღებდა.

მამა შალვა კეკელია ადასტურებს, რომ ის პოლიციაში იყო გამოკითხვაზე, თუმცა, მისთვის გაუგებარია, თუ ერთმა ბერმა სცემა მეორე ბერი, მამა შალვა რა შუაშია.

 

მსგავსი თემები