ვირუსით 4 775 ადამიანი დაინფიცირდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 351 ტესტი,  გამოვლინდა ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის  26.02%.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  1 553 668.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.28% ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.97%.

მსგავსი თემები