„მოსიარულე ფსელი“ “საქონელი”, “ქუჩიდან მოთრეული”, “დედისგან მიტოვებული” – ბავშვთა სახლის თანამედროვე ისტორია

ფიზიკური დასჯა, საკვების თავზე დასხმა, მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია, ემოციური ზეწოლა, ძილისა და საკვების აკრძალვა, შიმშილი და სხვისი ჭამის ყურება, გაშიშვლება – ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელსაც ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ.

რა ხდებოდა აღნიშნულ პანსიონატში, რა დასკვნა დაიდო შემოწმების შედეგად და რას ყვებიან აღსაზრდელები, მედიაცენტრი მთავარისჟურნალისტურ მოკვლევაში შეიტყობთ.

2016 წლიდან, მას შემდეგ, რაც „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია შევიდა ძალაში, სავალდებულო გახდა ყველა იმ დაწესებულების ლიცენზირება, რომელიც ბავშვზე ზრუნვას ახორციელებდა. აღნიშნულის საფუძველზე ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონმა „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოს მიერ 2016 წელს მიიღო სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია.

2016 წელს დაწესებულებაში ჩაირიცხა 127 აღსაზრდელი. 2021 წლის მაისის მონაცემებით, პანსიონატიდან ამოირიცხა სულ 71 აღსაზრდელი: 36 ბავშვი ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნდა, 24 სრულწლოვანების საფუძველზე ამოირიცხა; ერთს მზრუნველი დაენიშნა; ოთხი აღსაზრდელი მინდობით ოჯახში განთავსდა, ხოლო ექვსი აღსაზრდელი მცირე საოჯახო ტიპის სახლში გადავიდა.

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, 2021 წლის 28 მაისის მონაცემებით, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში შესვლის შესაძლებლობა, დაწესებულებაში 56 აღსაზრდელი ირიცხებოდა, მათგან 8 არასრულწლოვანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ჰქონდა.

ნინოწმინდის პანსიონი არაერთხელ დაჯარიმდა ტექნიკური რეგლამენტის – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დებულებებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევის საფუძველზე. კერძოდ, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ 2017 და 2018 წლებში დაწესებულების მონიტორინგისას გამოვლინდა დარღვევები სალიცენზიო პირობების დაცვის შესახებ ანგარიშგების დოკუმენტის არქონის, არასრულწლოვანთა კვების, დასვენების დაავადებებისგან დაცვისა და ოთახებში აღსაზრდელთა განთავსების ზღვრული რაოდენობის გადაჭარბების საფუძველზე.

თუმცა, ეს არაფერია იმ უმძიმეს რეალობასთან შედარებით, რაც  მას შემდეგ „გასკდა“ რაც დაწესებულებიდან გამოჟონა ინფორმაციამ ბავშვებზე ძალადობისა და უმკაცრეს მეთოდების დასჯის შესახებ.

 

     „ბავშვი მოკვდა. ბავშვს გადააფარეს რაღაც „პილიონკა“ და წაიყვანეს – შემზარავი ისტორიები

პანსიონატის ერთ-ერთი 19 წლის აღსაზრდელი კონკრეტულ დაწესებულებაში 15 წელი ცხოვრობდა. ის უკვე თამამად ყვება, რომ პანსიონატში აღმზრდელს  წლამდე ასაკის აბავშვი შემოაკვდა, თუმცა, ამის შესახებ არავის არაფერი გაუგია.

„ეზოში ვიყავით ჩასულები სათამაშოდ. ერთი ბიჭი, დაახლოებით  წლამდე,  გოგოებისკენ გაიქცა სათამაშოდ. აღმზრდელმა რომ დაუძახა, არ გაიგო. აღმზრდელმა თმებით ათრია და გამოიყვანა გოგოებისგან, მერე კი ისე სცემა, თვითონაც ვერ მიხვდა ალბათ, როგორ შემოაკვდა ხელში. ბავშვი მოკვდა. ბავშვს გადააფარეს რაღაც „პილიონკა“ და წაიყვანეს” – ყვება პანსიონის ყოფილი მაცხოვრებელი

მისივე მოყოლით, ბულინგი, ცემა, ჩაგვრა, დაშინება პანსიონატი აღზრდის თუ ცხოვრების ყოველდღიურობა იყო.

„იყო ბულინგი, იყო ცემა რეიკებით, სახაზავებით, რაც ხელში მოყვებოდათ, ყველაფერს გვირტყამდნენ როცა არ ვუჯერებდით. გვირტყამდნენ ლოგინის რეიკებით, ხის სახაზავებით, თუ არ დავიძინებდით შუადღეზე, რეიტუზებით აგვიკრავდნენ თვალებს და ძალით გვაძინებდნენ. თუ არ დავიძინებდით და მასწავლებლებს არ დავემორჩილებოდით, არ ვისწავლიდით და მათ თავს არ დავუხრიდით, გვათენებინებდნენ პურის მარცვლებზე და ბრინჯზე 24 საათით მუხლებით გვაყენებდნე კუთხეში” – ისევ ყოფილი აღსაზრდელი.

„მოსიარულე ფსელი” – ეს სახელი თურმე აღმზრდელმა ერთ ერთ აღსაზრდელს დაარქვა და ასე მიმართავდა.

„ერთი ამერიკიდან მოყვანილი ბავშვი, რომელსაც ძაან აბულინგებდნენ თუნდაც კანის ფერის გამო. იყო ბავშვი, რომელსაც გენეტიკური დაავადება ჰქონდა და იფსამდა 18 წლამდე და მერეც და თვითონ პედაგოგებმა შეარქვესმოსიარულე ფსელიდა შემდეგ მთელი ბავშვთა სახლში ასე ეძახოდა – ყვება ის.

კიდევ ერთ აღსაზრდელი, რომელმაც პანსიონატში რამდენიმე წელი იცხოვდა, მძიმე წლებს იხსენებს.

„ყველას სხვადასხვა დასჯის ფორმა ჰქონდა. ზოგი საჭმელს არ გვაჭმევდა, ზოგი ფეხზე გვაყენებდა, ზოგი კუთხეში გვაყენებდა, ზოგს წყალი რომ უნდოდა არ უშვებდა,  საპირფარეშოში შესვლა რომ უნდოდა, არ აცდიდნენ. ერთ-ერთი აღმზრდელი ი.გ.  ცალ ფეხზე დაგვაყენებდა, და ხელში სკამებს გვაჭერინებდა, ხან ბუქნები, ბევრჯერ საჭმლის გარეშეც დავუტოვებივართ, ტუალეტში შევუყრივართ ყველა. ვიღაცა რომ იხმაურებდა, ყველას გვსჯიდა. თავისი ფეხსაცმლითაც არაერთხელ ვუცემივართ“ – იხსენებს ის.

მსგავსი ისტორია საკმაოდ ბევრია. ყველა ამბავი ერთმანეთს ჰგავს. ცემა, ჩაგვრა, ბულინგი, შიმშილი, სიშიშვლე.

                           „წაბილწავენ იქაურობას“ – სახლახო დამველი პანსიონატში არ შეუშვეს

 

ამ ამბების გახმაურების შემდეგ, პროცესში სახალხო დამცველის აპარატი ერთვება, თუმცა, უშედეგოდ. სახალხო დამცველს და ის წარმიმადგენლებს, პანსიონატს ახლოსაც არ აკარებენ და არც უშვებენ. თუმცა, მარტო არშეშვება არ ყოფილა პრობლემა. მას თან უძღვოდა ლანძღვა და სახალხო დამცველის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოხსენიება.

პანსიონატში ომბუდსმენის შესვლის და შემოწმების სასტიკი წინააღმდეგი იყო თავად მეუფე  სპირიდონი, რომელიც პანსიონატს ხელმძღვანელობდა.

ამის საპასუხოდ, გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან მიმართებით დროებითი ღონისძიება გამოსცა. კერძოდ, კომიტეტის მოწოდებით, სახელმწიფო ვალდებულებაა, დაუყოვნებლივ უზრუნველყო შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მონიტორინგის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება (https://phr.ge/publication/news/247?lang=geo&fbclid=IwAR1QfJdSfOXqhXYbatM-IOhPMAvfzoapxWf2vlnqhud9wV0coNoS8c7fNks).

მიუხედავად აღნიშნულისა, სახალხო დამცველი დაწესებულებაში ისევ არ შეუშვეს. 19 მაისს ომბუდცმენმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა,  რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის შესაძლებლობა, გაეროს ბავშვთა კომიტეტის მიერ მიღებული დროებითი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ არ მიეცათ. განცხადების მიხედვით, დაწესებულების წარმომადგენლებმა გასაუბრება არ ისურვეს და ამის მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.

მას შემდეგ, რაც ამბავი გახმაურდა, სახალხო დამცველი განცხადებას განცხადების მიყოლებიტ აკეტებდა, აღსაზრდელებიც შეძლებისდაგვარად ავრცელებდნენ შიგნიდან ინფორმაცის, პრობლემით მედია დაინტერესდა, საკითხში საქართველოს საპატრარქოც ჩაერთო, რადგანაც, დაწესებულება სწორედ მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა.

„გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი“ – ასეთი იყო საპატრიარქოს პოზიცია.

მეუფე კი პანსიონატის კარის ჩაკეტვას შემდეგნაირად ხსნიდა: „არ შევუშვით იმიტომ, რომ ეს არის ხალხი, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას. მაგ ხალხის შეშვება არ შეიძლება ბავშვთა სახლში კი არა, ნებისმიერ პატიოსან ოჯახში. წაბილწავენ იქაურობას. მე ვარ ამ ბავშვებზე პასუხისმგებელი ღვთის წინაშე დაიმ ხალხისმიშვება ბავშვებთან უმძიმესი დანაშაული იქნება“.

სახალხო დამცველის განცხადებებს, რომ ბავშვები ასეთ თავშესაფრებში არიან სოციუმს მოწყვეტილი და რომ ეს არის ჩაკეტილი დაწესებულებები, მეუფე სპირიდონი ცილისწამებას და „უაზრო სისულელეს“ უწოდებდა და ისევ არ თანხმდებოდა მის დაწესებულებაში შეშვებას.

უფრო მეტიც, მთავარეპისკოპოსი აცხადებსა, რომ მას ომბუდცმენის წარმომადგენლები მიუგზავნეს: ჩემს გვამზე გადაივლიან და ვერასოდეს იქ ვერ შევლენ, – ასეთი ვიდეომიმართვაც გაავრცელა მეუფემ.

ბევრი ხმაურის, დეპირისპირებისა თუ შეურაცხყოფის შემდეგ, პანსიონატის კარი ომბუდცმენისთვის გაიღო.

 

            „ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა“ – ომბუდცმენის ანგარიში

სახალხო დამცველის შემოწმების შედეგად, თითქმის ყველა ის ბრალდება თუ ინფორმაცია დადასტურდა, რაც ბავშვთა პანსიონიდან ჟონავდა თუ თავად ყოფილი აღსაზრდელები აცხადებდნენ.

ანგარიშის მიხედვით, პანსიონში ძალადობის სხავადასხვა ფორმა გამოიყენებოდა – ფიზიკური დასჯა, ძალიან მკაცრი კონტროლი, შრომითი ექსპლუატაცია (შრომა დასჯის მიზნით), ემოციური ზეწოლა თუ სხვა.

„პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას. აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ“ – ცხდებენ სახალხო დამცველის აპარატში.

საუთარი თვალით ნანახი ამბები კი სახლახო დამცველის ანგარიშშიც მოხვდა:

  • ერთერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა
  • ერთერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა
  • როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ
  • აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: “საქონელი“, “ქუჩიდან მოთრეული“, “დედისგანმიტოვებული“; 
  • ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა
  • დასჯის ფორმად გამოიყენა ერთერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთელი ღამით ასე დატოვება
  • არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც
  • ერთერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა
  • ერთერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას

ომბუდსმენის ანგარიშში აღნიშნულია, ბავშვებთან გასაუბრებისას გამოვლენილი ქცევები – სხეულის დაძაბულობა, განრიდების (დისოციაციის) რეაქციები, მზერითი კონტაქტის არარსებობა, მწირი ლექსიკური მარაგი, თვითდამაზიანებელი ქცევა (საკუთარი ხელისგულის დაკემსვა ნემსით და ძაფით), ასევე სოციალური მუშაკების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სადაც იკვეთება რეგრესული ქცევა (თითის წოვა თითის დაზიანებამდე) შესაძლებელია, მიანიშნებდეს განვითარების ტრავმაზე.

ასევე, ომბუდსმენი წერს, რომ ერთ-ერთ საქმეში, რომელზეც აპარატმა ინდივიდუალური საქმისწარმოება დაიწყო და პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთან ვიზიტითაც იმყოფებოდა, გამოიკვეთა, რომ ბავშვს აქვს ქცევითი სირთულეები და ამჟამინდელ აღმზრდელს დასჯის მიზნით მოუწოდებდა, რომ დაება.

„ნინოწმინდის პანსიონის მონიტორინგის, დოკუმენტების გაცნობის, არასრულწლოვნებთან გასაუბრებისა და სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის შედეგად გამოიკვეთა, რომ დაწესებულებაში წლების განმავლობაში მიმართავდნენ ბავშვების მიმართ წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ მოქმედებებს. აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული დასჯის ფორმები დამამცირებელი, ღირსების შემლახავი და მატრავმირებელი იყო არასრულწლოვნებისთვის. ანგარიშის ამ თავში, სწორედ, მსგავსი მძიმე ფაქტები იქნება განხილული.

აღსაზრდელთა მიმართ ძალადობის შესახებ საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას განსაკუთრებით საგანგაშო და შემაშფოთებელია საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც პანსიონის აღმზრდელები ბენეფიციარების მიმართ ძალადობის და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის არაერთ ფორმას იყენებდნენ. არასრულწლოვნები თავადაც აღნიშნავენ დასჯის ფორმად სიმინდისა და ხორბლის მარცვლებზე საათობით დაჩოქების, საკვების გარეშე დატოვების, ღამეების თენების, დამამცირებელი მოპყრობის შესახებ. ცემაზე „რეიკებითა“ და სახაზავებით, აღმზრდელების მიერ ბავშვებისთვის თვალების რეიტუზებით აკვრის გამოყენებას დღის საათებში დასაძინებლად. ასევე, გამოიკვეთა პანსიონის თანამშრომლების მხრიდან ბენეფიციარების სავარაუდო ბულინგი და ჩაგვრა კანის ფერის და ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძველზე“ – ვკითხულობთ ოფიციალურ დოკუმენტში.

როგორც ბავშვები აღნიშნავენ, დასჯა ერთი კვებიდან მეორე კვების პერიოდამდე გრძელდებოდა. ერთ-ერთი ბენეფიციარი საუბრობს აღმზრდელების მიერ მთელი ღამე დაჩოქების იძულებაზე და მითითებაზე, რომ თუ აღმზრდელი საბანს გადაიხდიდა, ბავშვებს უნდა დაეფარებინათ. თუ ამ დროს ბავშვებს ჩაეძინებოდათ, მათ ცემდნენ. ტელევიზორის ყურებისას აღმზრდელები ბავშვებს მუხლებზე ადებდნენ ფეხებს და აიძულებდნენ მასაჟი გაეკეთებინათ. ერთ-ერთი ბენეფიციარი მიუთითებს, რომ ლოგინის თავზე დაარტყმევინეს თვალი. იმ შემთხვევაში, თუ ზედამხედველს ეუბნებოდნენ მომხდარის შესახებ, აღმზრდელები პანსიონის ყოფილი ზედამხედველისგან იღებდნენ შენიშვნას, თუმცა მისი წასვლის შემდეგ ბავშვებს უარესად ექცეოდნენ. ამიტომ, არასრულწლოვნებს  ეშინოდათ მომხდარი ვინმესთვის, მათ შორის, დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელისთვის ეთქვათ. პანსიონში ერთ-ერთი ვიზიტისას, სტუმრებს რომ არ შეემჩნიათ, ბავშვს ჩალურჯებული თვალის დასაფარად პუდრი წაუსვეს.

დოკუმრნტის მისედვით: „ნინოწმინდის პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის სისტემატიურ ხასიათზე მიუთითებს სისხლის სამართლის საქმეების მასალებში არსებული აღსაზრდელების გამოკითხვის ოქმებიც. არასრულწლოვნები მიუთითებდნენ დასჯის დამამცირებელ, ღირსების შემლახავ და, ხშირად, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქმედებებზე. პანსიონში აღსაზრდელთა დასჯის ფორმად იყენებდნენ ძილისა და საკვების აკრძალვას, ფიზიკურ ძალადობას.

აღსაზრდელები იხსენებდნენ, როგორ სჯიდა მთელ ჯგუფს აღმზრდელი და არ აძლევდა ჭამის უფლებას, თავად ჭამდნენ და ბავშვებს აყურებინებდნენ, მუხლებზე აყენებდნენ. ერთ-ერთი აღსაზრდელი, ღამე უნებლიე შარდვისთვის აღმზრდელმა შიშველი დააყენა დერეფანში. მეორე ბავშვს კი, იმავე მიზეზის გამო, აღმზრდელმა დასჯის მიზნით დახეული სამოსი ჩააცვა. ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვს ენა გამოაყოფინა და თმის სახვევი სავარცხელი დაარტყა. როდესაც ბავშვებს შუადღის ძილისგან გამოეღვიძათ, აღმზრდელმა აიძულა, ამდგარიყვნენ, აეღოთ ლეიბები, დაწოლილიყვნენ საწოლის ფიცარზე და ლეიბები ზედ დაეფარებინათ (https://www.ombudsman.ge/res/docs/2021122212522050326.pdf).

აღსაზრდელებს მიმართავდნენ სიტყვებით: „საქონელი“, „ქუჩიდან მოთრეული“, „დედისგან მიტოვებული“. ჭამაზე უარის გამო დასჯის მიზნით ბავშვებს საკვებს თავზე ასხამდნენ. ერთ-ერთი შემთხვევისას აღმზრდელმა ბავშვს ჩაი დაასხა თავზე და მერე დაბანა აუკრძალა. დასჯის ფორმად გამოიყენა ერთ-ერთმა აღმზრდელმა ბავშვისთვის ხელების ერთმანეთზე ბინტით შეკვრა და მთეი ღამით ასე დატოვება. არასრულწლოვნებმა ისაუბრეს სკამის ფეხის თავში დარტყმის, ცივ იატაკზე დაყენების შემთხვევების შესახებაც. ერთ-ერთი აღსაზრდელის თქმით, მას უთხრეს, 10 მეტანია გაეკეთებინა მხოლოდ იმიტომ, რომ თამაშისას ბურთი, შემთხვევით, ფანჯარას მოახვედრა. ერთ-ერთი აღსაზრდელი, რომელმაც განაწყენებულმა ყოფილ ხელმძღვანელს უცენზურო სიტყვებით მიმართა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ნინოწმინდის ყოფილი ბენეფიციარი განმარტავდა, რომ ძალადობისას ტირილს უკრძალავდნენ, რის გამოც ტირილის შიში ახლაც აქვს და ვერ გამოხატავს ამ ემოციას.“

უფრო მეტიც,  2 ივნისს, სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ გააკეთა განცხადებს, რომ რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, კი განცხადება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმაც  გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა.

მოგვიანებით, აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა და აღნიშა, რომ რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის. განცხადების თანახმად, 2016 წლიდან დღემდე გამოძიება სისხლის სამართლის 4 საქმეზე მიმდინარეობს, თუმცა, საქმეში არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

                                                   ბავშვები გაიყვანეს და გადაანაწილეს

ბავშვთა სახლის ირგვლივ არსებული დაპირისპირება და ხმაური სასამართლოში გაგრძლდა. კერძოდ, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გაყვანის შესახებ. სასამართლოს კი ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) მიმართა (https://judges.ge/wp-content/uploads/2021/06/%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90.pdf).

სასამართოს გადაწყვეტილებას საქართველოს საპატრიარქოს პროტესტი მოჰყვა. კერძოდ, საქართველოს საპატრიარქომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით, რომელიც მის დაქვემდებარებაშია, განცხადება გაავრცელა, სადაც საუბარია რომ ისინი გაასაჩივრებენ სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც PHR-ის მოთხოვნა პანსიონიდან ბავშვების დაუყოვნებლივ გამოყვანის შესახებ დაკმაყოფილდა.

„1. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ნინოწმინდის პანსიონში სახალხო დამცველის შესვლასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე ჩვენთის არავის მოუმართავს და იგი მასმედიის საშუალებით გახდა ცნობილი. ამიტომაც მოგვიანებით ჩავერთეთ. ამჟამად ვითარება შეცვლილია. იქ სოცმუშაკები იმყოფებიან და ბენეფიციარებზე სადღეღამისო დაკვირვება ხორციელდება. ბავშვებთან მიმართებაში ეკლესია კვლავაც ითანამშრომლებს სათანადო უწყებებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების დაცვით.

  1. ამასთან, ვაცხადებთ, რომ გავასაჩივრებთ სასამართლოგადაწყვეტილებას, რომელიც ეხება ნინოწმინდის პანსიონიდან ბენეფიციართა გამოყვანის პროცესს, რადგან სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები იქ მყოფ არასრულწლოვნებზე უღირსი მოპყრობის და ძალადობის დამადასტურებელი ფაქტების შესახებ; აგრეთვე, პანსიონის ადმინისტრაციას და პერსონალს არ მისცემია შესაძლებლობა, დაეფიქსირებინათ საკუთარი პოზიცია.
  2. აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და ობიექტურად მოახდინონ გაჟღერებული ბრალდებების გამოძიება, რათა სამართლიანი შეფასება მიეცეს მოვლენებს.
  3. ვთვლით, რომ პანსიონიდან ბენეფიციარების გაყვანის დაჩქარებული პროცესი არ შეესაბამება ბავშვების საუკეთესო ინტერესს, რადგან არ განხორციელებულა სოციალური მუშაკების მიერ იქ არსებული ამჟამინდელი ვითარების შეფასება და არც სათანადო დასკვნა დადებულა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ. ჩვენი პოზიციით, გადაყვანის დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი პროცესი მხოლოდ დააზარალებს აღსაზრდელებს და წინააღმდეგობაში მოდის მათი უფლებების სათანადო დაცვასთან.
  4. მიგვაჩნია, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს თითოეული ბავშვის უფლება და უზრუნველყოფილი მიუმხრობელი და მათზე ორიენტირებული ინდივიდუალური გეგმის განხორციელება, რათა არ მოხდეს, ერთი მხრივ, არასრულწლოვანთა ტრამვირება და, მეორე მხრივ, მათი გამოყენება ანტიეკლესიური მიზანმიმართული კამპანიისათის“ – ვკითხულობთ საპატრიარქოს განცხადებში (https://www.facebook.com/sazupatriarchate/posts/591721315551786).

პროცესში ჯანდაცვის სამინისტროც ჩაერთო. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან  20 არასრულწლოვანი ალტერნატიულ სერვისებში გადაანაწილეს. მათ შორის, 7 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი.

“ამ ეტაპზე, პანსიონიდან გასულია 20 არასრულწლოვანი, მათ შორის არის 7 შშმ სტატუსის მქონე არასრულწლოვანი. ბავშვები გადანაწილებულები არიან სახელმწიფო ზრუნვის ალტერნატიულ სერვისებში. ესენია მცირე საოჯახო ტიპის სახლი, მინდობით აღზრდა, ერთი არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თავის ბიოლოგიურ ოჯახშია.

სოციალური მუშაკები, ყველა სიტუაციაში ინდივიდუალურად მოქმედებენ, ისევე როგორც ყველა სხვა, ეს კონკრეტული შემთხვევაც იყო ამის დამადასტურებელი. სოციალური მუშაკები ადგილზე სწავლობდნენ გარემოებებს და მათი შედარებით პასიურ როლში ყოფნა ემსახურებოდა ბავშვებისთვის კიდევ უფრო მეტი ზიანის თავიდან აცილებას და მათი ფუნდამენტური უფლებების დაცვას”- განაცხადეს  სააგენტოში.

                                              მსგავსი დაწესებულებები უნდა დაიხუროს

პარალელურად, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა პანსიონატის ხელმძღვანელი და მეუფე სპირიდონის ნაცვლად, მეუფე იაკობი დაინიშნა.

ბოდბელი ეპისკოპოსის მეუფე იაკობის თქმით, ის თანამშრომლები, რომლებთან დაკავშირებითაც პრეტენზიები იყო და ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა რამე ნათქვამი, ნინოწმინდის პანსიონში აღარ დაიშვებიან.

“ვინმეზე, ერთ ბავშვს მაინც თუ ქონდა რაღაც ნათქვამი, არ ვარკვევთ, მართალია თუ მტყუანია ის ბავშვი, ის თანამშრომლები აღარ დაიშვებიან და ჩვენთან არ იქნებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან მხოლოდ ისინი, ვისთანაც პრეტენზიები არაა. ვინც გავუშვით, ზოგთან, რა თქმა უნდა, მქონდა პრეტენზიები. ჩვენ ქვეყანაში ბავშვებს ვერ ვუვლიდით, ახლა 2022 წლის პირველ აპრილამდე არის ლიცენზირებული ასეთი სასწავლებლები, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მანამდეც შევცვლით და დიდი მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით”, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

ამჯერად, გადაწყვეტილება სახელმწიფოზეა. კერძოდ, 2022 წლის აპრილამდე, მსგავს დაწესებულებებს ფუნქციონირების უფლება აქვს. რა იქნება ვადის გასვლის შემდეგ, გაუგრძელებენ თუ არა ლიცენზის, ეს გადაწყვეტილება უკვე სახელმწიფოს ხელშია.

ჯანდცვის სამინისტრო კი პირობას იძლევა რომ ნინოწმინდის ბავშვთა პასნიონი დაიხურება.

„კანონმდებლობით 2022 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შედის ლიცენზირების შესახებ კანონის ის პუნქტები, რომელიც დიდი ზომის ინსტიტუციების დახურვას მოიაზრებს და მათი ალტერნატიული სერვისებით ბავშვთა ზრუნვის სერვისების ჩამოყალიბებას. პანსიონის საჭიროება აღარ იქნება. ვმუშაობთ ბავშვებზე, რომლებსაც ოჯახები ჰყავთ და ოჯახბში გაგვყავს. ვადები ძალიან რთულია, რომ დავასახელო. ვინაიდან, ჩვენ არ ვიცით ყველა ბავშვის საჭიროება”, – ასეთია ჯანდაცვის მინისრის მოადგილისმ თამარ ბარკალაიას შეფასება. არასამთავრობო სექტორი კი ითხოვს, რომ საქართველოში ყველა მსგავსი დაწესებულება დაისუროს, რადგანაც ვითარება ყველგან იდენტურია.

მსგავსი თემები