“რუსეთი ისტორიაში თავს პირველი არავის არასდროს დასხმია”, – პუტინის პრესმდივანი

რუსულ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბარში ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი თავს პირველი არავის არასდროს ესხმის და უკვე იმდენი კონფლიქტი გადაიტანა ქვეყანამ, რომ მათ სიტყვა ომის ხსენებაც კი აღარ სურთ.

“რუსეთი მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, პირველი არავის თავს არ დასხმია და რუსეთი, რომელმაც ამდენი ომი გადაიტანა, უკანასკნელი ქვეყანაა, რომელსაც სურს ომის წამოწყება. რა აზრი აქვს რუსეთისთვის, ვინმეს თავს დაესხას? მოგიწოდებთ, გაიხსენოთ ისტორია. თუმცა, ასე ვთქვათ, მათთან, დასავლეთში, როგორც ჩვენ ცოტა ხნის წინ დავრწმუნდით, ისტორიაში არც თუ კარგად აქვთ საქმე, მაგრამ შევახსენებთ, რომ რუსეთი, მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არასოდეს არავის დასხმია თავს”, – განაცხადა პუტინის პრესმდივანმა.

მსგავსი თემები