“მიუხენში პრემიერ სახელმწიფოს მეთაურებთან ჰქონდა შეხვედრები, რაც შედეგს აუცილებლად მოიტანს”, – თავდაცვის მინისტრი

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის შეფასებისას განაცხადა, რომ პრემიერს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან, რაც შედეგს აუცილებლად გამოიღებს.

” პრემიერს ჰქონდა შეხვედრები როგორც სახელმწიფოს მეთაურებთან, ასევე კერძო სექტორთან. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს, როგორც საერთშორისო საზოგადოების წინაშე ჩვენი როლის კიდევ ერთხელ ხაზგასმის კუთხით, ასევე, ის ბიზნეს პოტენციალი, რაც საქართველოს გააჩნია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, აუცილებლად მაქსიმალურად იქნება გამოყენებული”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, შეხვედრებზე მთავარი განსახილველი საკითხი რეგიონში არსებული გამოწვევები იყო.

“მთავარი საკითხი, ძირითადად, რის გარშემოც ტრიალებდა თემები, ეს იყო რეგიონში არსებული გამოწვევები. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად საერთაშორისო საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირში და ყველა ნაბიჯი და ის რისკი, რაც შეიძლება ახლდეს რეგიონში განვითარებულ მოვლენებს, უნდა იყოს ზუსტად შეფასებული”, – აღნიშნა ჯუანშერ ბუღწულაძემ.

მსგავსი თემები