“პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს”, – დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

The Guardian-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მდივნის ლიზ ტრასის განცხადებით, მას სჯერა, რომ პუტინი უკრაინაში შეჭრით არ შეჩერდება. მისი აზრით, პუტინს საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს.

“ეს არის ყველაზე საშიში მომენტი ევროპის უსაფრთხოებისთვის 1940-იანი წლების შემდეგ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ ყველაზე უარესი სცენარისთვის. აშკარაა, რომ რუსეთს დიპლომატია არ აინტერესებს. პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებისკენაც გაიწევს, ასევე სერბეთსა და ალბანეთსაც შეუტევს”, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

 

მსგავსი თემები