“თუნდაც ერთმა დაბომბვამ შეიძლება სრულმასშტაბიანი ომი გამოიწყვიოს რუსეთთან”, – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, თუნდაც ერთმა დაბომბვამ ან საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი რუსეთთან. მისი თქმით, ყირიმსა და დონბასში დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე 30 000-დან 35 000-მდე რუსი ჯარისკაცია.

“პროვოკაციები მართლაც ძალიან საშიშია, თუ ამდენი ჯარი იქნება. ერთმა დაბომბვამ, ერთმა საარტილერიო გასროლამ შეიძლება გამოიწვიოს ომი. “ჩვენ ვიცით საბჭოთა კავშირის ისტორია და მათ ესმით, რა რისკები გვაქვს. პოლონეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა და ესტონეთი, ლატვია, მოლდოვა – მათ იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს ამან. ამიტომ ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები