თბილისში ახალი მოძალადე ჯგუფები გამოჩნდნენ

თბილისში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც განსხვავებული შეხედულებების, ორიენტაციის და მრწამსის ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან. თავდასხმები ძირითადად ღია სივრცეში ხალხის თანდასწრებით ხდება. დაჯგუფებებში არასრულწლოვნებიც არიან. მოძალადეები ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებს მობილური ტელეფონით იღებენ და სოციალურ ქსელში  ავრცელებენ.

შემთხვევები ძირითადად დედაენის ბაღში ხდება. მოძალადეების მსხვერპლები, როგორც წესი, მომხდარის შეასხებ არ საუბრობენ, თუმცა ბოლო ფაქტის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც მსხვერპლმა არასრულწლვანმა მომხდარის შესახებ ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, კერძოდ, “თბილისი პრაიდს” აცნობა.

მსგავსი თემები