სოფელ მერეთის მიმდებარედ საოკუპაციო ჯარების წარმომადგენლებმა ბოძები დაამონტაჟეს

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მერეთის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივებმა სასაზღვრო დანაყოფის წარმომადგენლების გადაადგილება დააფიქსირეს.

მერეთელების განცხადებით, ტერიტორიაზე, სადაც შეიარაღებული ფორმიანი პირები გადაადგილდებოდნენ, სავარაუდოდ, საფორტიფიკაციო ნაგებობების მონტაჟისთვის განკუთვნილი ახალი ბოძებია განთავსებული.

ადგილობრივების ინფორმაციითვე, უკვე დამონტაჟებული ბოძების გარდა, ოკუპირებული ტერიტორიის აღნიშნულ მონაკვეთზე სხვა მასალებიც არის მიტანილი, რის საფუძველზეც ვარაუდობენ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები სამუშაოების გაგრძელებას გეგმავენ.

მსგავსი თემები