კორონავირუსის გამო მძიმე პაციენტთა რაოდენობა 1254-ია

საქართველოში ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 144 477 საიდანაც: 5 633 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 320, აჭარაში – 627, იმერეთში – 1 038.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 254 პირი, მათ შორის, თბილისში – 483, აჭარაში – 142, იმერეთში – 376. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი,  მათგან თბილისში – 166, აჭარაში – 39, იმერეთში – 26.

932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 617 – თბილისში, 168 – აჭარაში. 137 912 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 12 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 12, ხოლო აჭარაში – 0.

მსგავსი თემები