კორონავირუსს ბოლო 24 საათში 34 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 15 856 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 9 400 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 4 323 შემთხვევა, აჭარა – 611, იმერეთი – 1 440, ქვემო ქართლი – 511, შიდა ქართლი – 464, გურია – 344, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 661, კახეთი – 723, მცხეთა-მთიანეთი – 157, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44.

მსგავსი თემები