ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს თეთრს სახლში მიიწვევს

CNN თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ეროვნული უშიშროების საბჭოს მოიწვევს. ჯო ბაიდენს ეროვნული უსაფრთხოების გუნდი თეთრ სახლში “რეგულარულად” აცნობს უკრაინაში არსებულ ვითარებას.

თეთრი სახლის პრესმდივნის ჯენ ფსაკის თქმით, შაბათს შუადღისას ბაიდენმა მიიღო ინფორმაცია ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შეხვედრების შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე. კვირას კი ბაიდენი ეროვნულ უშიშროების საბჭოს მოიწვევს უკრაინაში განვითარებულ მოვლენების განსახილველად.

“პრეზიდენტი ბაიდენი რეგულარულად ეცნობა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. უკრაინის ეროვნულმა უსაფრთოხების გუნდმა დაადასტურა, რომ რუსეთს შეუძლია უკრაინაზე შეტევა ნებისმიერ დროს განახორციელოს”, – ნათქვამია ფსაკის წერილობით განცხადებაში.

 

მსგავსი თემები