„კუბოებში წოლას და რუსი ჯარისკაცების ლოდინს არ ვაპირებთ“ – ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს უმოქმედობისთვის აკრიტიკებს და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ღიად აცხადებს, რომ კუბოებში ჩაწოლას და რუსი ჯარისკაცებისთვის დალოდებას არ აპირებენ.

„არ შეგვიძლია ვიყოთ პასიურები. არ შეგვიძლია ყოველ დღე ვთქვათ, რომ ხვალ ომია. ასეთ პირობებში, რომელ ეკონომიკაზე შეიძლება საუბარი.  როგორ შეიძლება ცხოვრების გაგრძელება სახელმწიფოში, სადაც ყოველ დღე გეუბნებიან, რომ ხვალ თავს დაგესხმებიან. ასეთ დროს ბიზნესი გადის ქვეყნიდან. შეიძლება ასეთ სახელმწიფოში სტაბილურობა იყოს? არა.  სურთ, რომ უკრაინა იყოს სუსტი,  ჰქონდეს სუსტი ეკონომიკა, ჰყავდეს სუსტი არმია, რომ ჩვენზე თავდასხმა შესაძლებელი იყოს“ – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების კონფერენციაზე.

მისი სიტყვით გამოსვლა საკმაოდ ემოციური იყო და რუსეთის მხრიდან ბოლო პერიოდში განხორციელებულ სამხედრო აგრესიასაც შეეხებოდა, კერძოდ, დონბასისა და ლუგანსკის მიმართულებით ჭურვების გაშვებას.

„ასეთ პირობებში ვერ შევძლებთ, ვერც ჩვენი ხალხის დაცვას, ვერც ეკონომიკის. ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. უკრაინელები არ ნებდებიან. გვსურს ვიცხოვროთ ყოველ დღე და ვიცავდეთ ჩვენს სახელმწიფოს. უბრალოდ გვსურს ვიცხოვროთ, როგორც ძლიერმა სახელმწიფომ,“ – განაცხადა ზელენსკიმ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.

„ერთი მხრიდან სკოლაა, მეორე მხრიდან კი ჭურვი, რომელიც ეცემა სკოლის ეზოში“ – ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაზე

მსგავსი თემები