ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთს მძიმე სასჯელითა და სანქციებით ემუქრება

ევროკომისიის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა. ის რუსეთს საერთაშორისო სისტემის „წესების გადაწერის უხეშ მცდელობაში“ ადანაშაულებს.

“ეს არის ის, რასაც კრემლის პოლიტიკა პრაქტიკაში ნიშნავს: შიშის დანერგვა და მისთვის “უსაფრთხოების მოთხოვნების” დარქმევა. კრემლი არა მხოლოდ ცდილობს ძირი გამოუთხაროს მთელი ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას, ასევე არღვევს გაეროს წესდებას, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას და მუქარას სხვა ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. თუ კრემლი დარტყმას განახორციელებს, ჩვენ შეგვიძლია რუსეთის ეკონომიკურ ინტერესებს მაღალი ხარჯები და მძიმე შედეგები დავუწესოთ,”- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები