“რუსეთს დავუწესებთ უმძიმეს ეკონომიკურ სანქციებს”, – აშშ-ს ვიცე პრეზიდენტი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისიც. მან განაცხადა, რომ რუსულ აგრესიას აქვს თავისი სცენარი, რომელიც აშშ-მა ძალიან კარგად იცის და რუსეთი კვლავ გააგრძელებს იმის თქმას, რომ უკრაინაზე თავდასხმას არ აპირებს, სინამდვილეში კი ხელსაყრელ მომენტს ელოდება.

“რუსეთის ქმედებები მათ განცხადებებს არ ემთხვევა.  თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მას უპრეცედენტო ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს. ეს სანქციები გამიზნული იქნება რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებზე”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

მსგავსი თემები