ნატახტარის ხიდთან ავტომობილი ველოსიპედისტებს დაეჯახა

ნატახტარის ხიდთან რამდენიმე წუთის წინ ავტოავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ორ ველოსიპედისტს მანქანა დაეჯახა.

ჯერ-ჯერობით უცნობია მოჰყვა, თუ არა მსხვერპლი ამ უბედურ შემთხვევას. ადგილზე უკვე მისულია საპატრულო პოლიციაც. სავარაუდოდ, ველოსიპედით უცხოელები გადაადგილდებოდნენ. დაშავებულია სამი ადამიანი, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი თემები