“რუსეთის უკრაინაში შეჭრა დიდი შეცდომა იქნება”, – გერმანიის კანცლერი

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ნატო-ში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ომის საბაბად აქცია, რაც პარადოქსია, რადგან ამ საკითხზე გადაწყვეტილება დღის წესრიგში არ არის.

მისი თქმით, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე იქნება სერიოზული შეცდომა მაღალი პოლიტიკური, ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ფასით. შოლცის აზრით, უკრაინის საზღვრებთან 100 ათასზე მეტი სამხედროს მობილიზებას გამართლება არ აქვს.

“მოაპარაკებებისთვის მზად ვართ, თუმცა აგრეთვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ მკაფიოდ განვასხვავებთ უსაფუძვლო მოთხოვნებსა და უსაფრთხოების კანონიერ ინტერესებს”, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

 

მსგავსი თემები